პრემიერმინისტრი გიორგი გახარია შატილის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
როგორც გახარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებს და ახლობლებს.
ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ მათ გადარჩენას”, - წერს გახარია.
შეგახსენებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი, დაშავდა.